spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით სარგებლობა და ტრაგედიის გაპოლიტიზირების მცდელობა...

“ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით სარგებლობა და ტრაგედიის გაპოლიტიზირების მცდელობა – რაც ამაზრზენია” – მამუკა მდინარაძე

კარგი იქნებოდა, რომ სამძიმარი გვეთქვა ყველას და დიდი ტკივილი არ მიგვეყენებინა იმ ხალხისთვის, ვისაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედია ყველაზე მეტად სტკივა, მაგრამ ვნახეთ ამ ტრაგედიით სარგებლობა და ტრაგედიის გაპოლიტიზირების მცდელობა – რაც ამაზრზენია. ტრაგედიით ნუ ვისარგებლებთ ნურავინ. ტრაგედიაში არასდროს, არავინ უნდა დაინახოს საკუთარი შანსი, არასდროს არავინ უნდა დაინახოს შანსი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით დღეს ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში ასევე, ევროპული რეგლამენტების საერთაშორისო ნორმების უდიდესი უცოდინრობა გამოვლინდა.

დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ „ვირეშმაკობა“. მათ პარტნიორების მეშვეობით რეზოლუციაში „შეაპარეს“ მიხეილ სააკაშვილის პუნქტი და სცადეს ორი კურდღლის დაჭერა. თუ ჩვენ მხარს დავუჭერდით ამ რეზოლუციას, მაშინ იტყოდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა, ხოლო თუ არ დავუჭერდით მხარს მაშინ ატეხდნენ პანიკას იმასთან დაკავშირებით რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მესიჯებში ისე გაიხლართა, რომ თავად აღიარეს, რომ არსებობს არსებითი და არაარსებითი საკითხები.

მათი გადმოცემით, არაარსებითი საკითხების ნუსხაში მოხვდა ის რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. არაარსებითია ისიც, რომ პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს ქვეყანაში და მათ ეს ნორმად მიაჩნდათ.

ავტოკრატია, დიქტატურა იყო არაარსებითი – ეს არის მათი მორალური მრწამსი, რაც მათ საკუთარი პირით აღიარეს. ამ თვითლუსტრაციის პირობებში დღეს ვნახეთ უამრავი აღიარება, დამძიმებული სიტყვები, პასუხები, არაგულწრფელობა. ამ არაგულწრფელობას ყოველთვის პასუხი აქვს ხოლმე ქართული საზოგადოების მხრიდან. ძალიან მძიმე მოსასმენია მათი მხრიდან ის, რაც ისმის, რომ თურმე შეეძლოთ რეზოლუციის კონკრეტული პუნქტების მიმართ და ეს არ გააკეთეს – ანუ უღალატეს საკუთარ ქვეყანას.

მათი პოლიტიკური ნებაა, რომ კალაძე გადადგეს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება დამნაშავე, ვინ რა შესცოდა, რას დაადგენს გამოძიება, მეორე დღესვე რომ ითხოვენ შედეგებს – ამ ყველაფრის მიუხედავად, ითხოვენ ადამიანების კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას, სისხლს, იმიტომ რომ ეს არის მათი ბუნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...