spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფუჭ გასროლებს და პოპულიზმს შეეშვით და დადეთ კონკრეტული...

“ფუჭ გასროლებს და პოპულიზმს შეეშვით და დადეთ კონკრეტული საქმე” – მერაბ მეტრეველი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერებისა და აქტივისტების პროტესტს ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და კონკრეტულ რჩევებს იძლევა:

ოპოზიციამ ყველაფერზე უშედეგო აქციები კი არ უნდა ატაროს, არამედ საქმეს მიხედოს.

საქმე რა იქნება?

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მერიაში, კორუფციული ფაქტების გამოძიების მიზნით, რომლის პირველი “ქეისი” იქნება ვაკის პარკის საქმე და მერე მიყვება სხვა საქმეები.

სულ გვესმის ბრალდებები, რომ კორუფციამ წალეკა მერია, რომ ოპოზიციას უამრავი დოკუმენტი აქვს კორუფციის მამტკიცებელი. ჰოდა, ტყუილი ლაპარაკის და ეთერებში ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, მიეცით ამას ოფიციალური გამოძიების სახე.

წინ რა უდგას ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას? გგონიათ, ამ ფონზე რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გაბედავს ამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭიროს?! გამორიცხულია! ის კი არა, შეიძლება “ოცნებამაც” ვერ გაბდოს მხარის არდაჭერა.

ჰოდა, ფუჭ გასროლებს და პოპულიზმს შეეშვით და დადეთ კონკრეტული საქმე. ეს ბერკეტი გაქვთ და გამოიყენეთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...