ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ქართველმა მთამსვლელებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქართველი მთამსვლელების საამაყო წარმატების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენების ასვლა წლის საუკეთესო ასვლად დაასახელა. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა წარმატებით დაძლიეს 7 300-მეტრიანი მწვერვალი სარაგრარი.

ქართველ მთამსვლელებს ამ წარმატებისათვის ნოემბერში გადაეცემათ მთამსვლელობის უმაღლესი ჯილდო – ,,ოქროს წერაყინი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული