პარასკევი, ივლისი 18, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი...

შალვა პაპუაშვილი: გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ

გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას შეეხება.

დღეს გვქონდა შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდით აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს და მათთან გვქონდა საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა მომავალშიც და ვფიქრობ განსაკუთრებით დღეს, ყველასთვის ცხადია, რომ სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და უფრო დიდია მნიშვნელობის აღქმა, რაც არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას აქვს. ჩვენ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიგრძენით ამ ქვეყნებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, დღესვე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

ჩვენ ასევე შეხვედრა გვქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დელეგაციასთან. ვისაუბრეთ უკრაინაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უცხადებს უკრაინას. გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ის ბრძოლა, რომელშიც არის ჩართული უკრაინა და რამდენად მნიშნელოვანია, რომ მას გვერდში ედგას მთელი ცივილიზებული სამყარო.

გუშინ, სამიტის ფარგლებში მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და იქაც ვხედავდით მცდელობებს რუსული დელეგაციის, რომ ჩაეშალათ ამ რეზოლუციის მიღება. ვნახეთ კიდეც რომ აქ გარკვეული მხარდამჭერების მოხსნაც შეძლეს კენჭისყრიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვნახეთ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა რეზოლუციას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან...

"ქართული ოცნების" ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...