spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აი ვის ეყრდნობა და ვისზე დგას იდეოლოგიურად ივანიშვილის...

“აი ვის ეყრდნობა და ვისზე დგას იდეოლოგიურად ივანიშვილის რეჟიმი” – შალვა ნათელაშვილი გოგა ხაინდრავაზე:

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ „იმედი LIVE“-ის ეთერში ოპოზიციის მიმართ ნეგატიური და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში პოზიტიური დამოკიდებულების დაფიქსირების გამო და კონკრეტულ მძიმე ფაქტებს შეახსენებს მას:

ადამიანურად მაინტერესებს ეს მორფში დამბალი არსება:

რას გრძნობდა როცა სახელმწიფო გადატრიალებისას ქართველებს ტყვიას ესროდა, როცა აფხაზეთში ომის დროს, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ჯართს და ჰუმანიტარულ ფქვილს რომ ყიდიდა, როცა ოსი სეპარატისტებისგან მოკლულ-ნაწამებ ქართველს ქართველთა გენოციდის მსხვერპლ ოსად ასაღებდა მთელს მსოფლიოში, როდესაც პრაღაში აღებინებდა რეზოლუციას, რომ ქართველები მცირე ერებს გენოციდს ვუწყობთ;

რას გრძნობდა, როდესაც “ვარდები რევოლუციის” დროს რევკომის წევრი იყო და ამ დამსახურებით გახდა სააკაშვილის სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარებაში;

რას გრძნობდა როდესაც მილიონები შეაწერა ბადრი პატარკაციშვილს და მერე დედის გინება დაუწყო;

და ახლა რას ფიქრობს, როდესაც ივანიშვილის წველით და ნამუსის სრული თვითლიკვიდაციით, ერის გაყიდვით მილიონებში რომ ბანაობს?

არაფერს, რას უნდა ფიქროდეს – მას და მისთანებს დიდი ხანია ადამიანობის ზონა დატოვებული აქვთ.

აი ვის ეყრდნობა და ვისზე დგას იდეოლოგიურად ივანიშვილის რეჟიმი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...