spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"რუსეთის ქმედებების დაგმობას ვინ ჩივის, მისამძიმრებაც კი ვერავინ...

“რუსეთის ქმედებების დაგმობას ვინ ჩივის, მისამძიმრებაც კი ვერავინ გაბედა დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაღუპული სამოქალაქო პირების გამო” – ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში რუსეთის მასირებული დაბომბვების გამო დაღუპული უკრაინელების, ამ ტრაგედიის იგნორირებაში სდებს ბრალს ხელისუფლებას:

რამხელა სირცხვილია, რომ უკვე 2 დღე გავიდა და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რუსეთის ქმედებების დაგმობას ვინ ჩივის, მისამძიმრებაც კი ვერავინ გაბედა დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაღუპული სამოქალაქო პირების გამო.

ვერ გაბედა ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის პირდაპირი ფუნქციაა ამის გაკეთება.

ცუდია, მაგრამ ვთქვათ, ადამიანურად არ გაწუხებს ეს ყველაფერი, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით მაინც გააკეთე განცხადება, რომ საერთაშორისო არენაზე ცივილიზებული სამყაროს გვერდით გამოჩნდე.

მაგრამ არა, უკვე ესეც კიდიათ. ასე ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ართმევენ ინსტიტუტებს (ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს) ფუნქციებს და ქვეყანას რუსეთის ჭაობში მიათრევენ.

არ უნდა შევეგუოთ საქართველოს მცოცავ ოკუპაციას! მე პირადად არ ვაპირებ შეგუებას და სხვებსაც მოგიწოდებთ, არ შეეგუოთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...