სოსო გოგაშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს “ქრონიკა “-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე, თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მის მოწინააღმდეგეებს თავისებურ “კეთილ რჩევას” აძლევს…:
“2016 წელს ჩემი და გოგაშვილის ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
სუსის არქივში ჩემს “რაზრაბოტკის” საქმეში ეწერა – უკონტროლო, აფექტური და უამრავი სხვა სისულელე, მაგრამ არ იდო წონადი კომპრომატი, რომელიც ჩემს დაშინება (გადაბირებას) უზრუნველყოფდა (ფირი, ფული და ა.შ.).
არადა, მედიის დიდი ნაწილი სწორედ ასე ყავდა დაბმული🤨
სოსო გოგაშვილი ციხეში შევიდა პატიმრობაში მყოფ “კუდის” ერთ მაღალჩინოსანთან და ჩემზე კომპრომატი თხოვა.
– არ მაქვს, ისეთი დედამტ@@@ი ქალია, სისხლი გამიშრო ცხრა წელიო, – მიიღო პასუხად.
მერე იყო სიბინძურის კასკადი ფბ და მედია სივრცეში, ბოლოს დათოს დაჭერა.
ჰოდა, რას გეტყვით იცით?!
არ არსებობს ბუნებაში კომპრომატი, რომელიც შემაშინებს და უკან დამახევინებს.
ჩემი კეთილი რჩევაა… გამოექანეთ ტიანშანიდან😃” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

