spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ფილანტროფი, დაკავებულია განათლების, კულტურის...

“ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ფილანტროფი, დაკავებულია განათლების, კულტურის სფეროს დაფინანსებით და საქველმოქმედო პროექტებით” – არჩილ თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ,,ქართუ ფონდის“ მიერ დავით ხიდაშელის კომპანია ,,სულანჟერის“ აქციების 35%-ის შესყიდვის თაობაზე ოპოზიციაში გამოთქმულ მწვავე შეფასებებს, საპასუხო მწვავე პოზიციით პასუხობს, ჟურნალისტებთან კომენტარში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ამასთან აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ბიზნესგარიგებასთან დაკავშირებით:

,,არ მაქვს ინფორმაცია – ეს რაღაც ბიზნესის სფეროდან მეკითხებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით ამ ქვეყანაში რეალური დემოკრატრიული რეფორმები გატარდა.

ის არის ქველმოქმედი, ფილანტროფი, დაკავებულია განათლების, კულტურის სფეროს დაფინანსებით და საქველმოქმედო პროექტებით.

ჩემი აზრით, სულმდაბლობაა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმები მაშინ, როდესაც იციან, რომ ის პოლიტიკიდან არის გასული და პოლიტიკურ განცხადებებს არც კი პასუხობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...