spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს, როდესაც...

ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს, როდესაც საქართველო შეასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ევროკომისია მიიღებს პრაგმატულ, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს

ვარშავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც საქართველოს და უკრაინას მიეძღვნა.

პანელზე მონაწილეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონზე, ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე და განაცხადა, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე.

ასევე, მან ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გადახედვის მნიშვნელობაზე, ნატო-ს როლზე საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროკავშირი დამსახურებულად მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

დღევანდელ რეალობაში საქართველო იმყოფება ძალიან რთულ ვითარებაში. ქვეყნის წინაშე დგას ისეთი საფრთხე, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, რაც წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, ნათლად ასახავს, რომ ნებისმიერ დროს საქართველო კვლავ შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადის ნატო-სა და ევროკავშირზე. სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სათანადოდ არ იქნა შეფასებული, თუმცა იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს, როდესაც საქართველო შეასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ევროკავშირი მიიღებს პრაგმატულ, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...