spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"უკრაინაში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო საქმე, სადაც მიხეილ სააკაშვილი...

“უკრაინაში მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო საქმე, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის დაზარალებული, მათ შორის, მისდამი არაადამიანური მოპყრობის საქმე” – შოთა თუთბერიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკრაინის სასამართლო განიხილავს, უკრაინის მოქალაქის მიმართ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში. დღეს პირველი სასამართლო სხდომა არის დანიშნული. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე:

,,როგორც ვიცით, უკრაინაში მიმდინარეობს რამდენიმე საქმე – არაერთი საქმე, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის დაზარალებული. მათ შორის ერთ-ერთი არის მისდამი არაადამიანური მოპყრობის საქმე, სადაც ქართველი პირების და უფრო მეტიც – ქართველი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

ბუნებრივია, ამ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ საქმის განსახილველად.

ამასთან, რომ უკრაინის პროკურატურა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას ამ საქმეებზე და მისგან ინფორმაციის მიწოდებას.

მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში ამჟამად შედის მიხეილ სააკაშვილისთვის ამის საშუალების მიცემა. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობას პენიტენციური სამსახური მოგვცემს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...