spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ციხეშიც შეიძლება ვიმუშაო უკეთესი დღისთვის არა მხოლოდ საკუთარი...

“ციხეშიც შეიძლება ვიმუშაო უკეთესი დღისთვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის” – ნიკა გვარამია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იმართება, სადაც იგი სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და ე.წ. “წარმატების ფორმულაზე”:

მთავარი, რაც მინდა ვთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, და არ არის მარტივი საყურებელი ის, რაც ხდება დღეს, ამას ტელევიზორით ვხედავ, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხვალინდელი დღე იქნება აუცილებლად უკეთესი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი ცხოვრების წესი არის უკეთესი ხვალინდელი დღე, – ეს ადამიანები აღწევენ წარმატებას და მოაქვთ წარმატება სხვებისთვის.

უნდა გვესმოდეს, რომ ხვალინდელი დღე ყოველთვის სჯობია დღევანდელს, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე არ არის მხოლოდ რწმენის და იმედის საკითხი, მით უმეტეს, – ოცნების. უკეთესი ხვალინდელი დღე იმედის საკითხი არის მხოლოდ ოპტიმისტებისთვის, მაგრამ ძლიერი ადამიანებისთვის, ვინც ცვლის რეალობას, და ყველას მიზანი ალბათ ეს არის, თავის კვადრატში, – ეს გააკეთოს, ძლიერ ადამიანებს თვითონ მოჰყავთ უკეთესი ხვალინდელი დღე. სხვანაირად ის არ მოვა არც ჩემთვის და არც სხვებისთვის. უკეთესი ხვალინდელი დღე მოდის დაუღალავი შრომით, მიზანსწრაფულობით და მიზანმიმართულობით. პირადად ჩემთვის, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რომელსაც არასდროს გაუმტყუნებია ჩემთვის, ძალიან მძიმე პერიოდებში განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს წესი და ციხეშიც, მათ შორის, შეიძლება ვიმუშაო უკეთესი დღისთვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის. არავის ამ ქვეყნად არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების. ცდის და შეცდომების მეთოდით ვითარდება კაცობრიობა. ყველა დიდი მიღწევის და გამოგონების უკან, ყოველთვის დგას აბსურდული იდეა, ყოველთვის.

ამიტომ, არც შეცდომების უნდა გვეშინოდეს, არც, ერთი შეხედვით, აბსურდული იდეების და რაც მთავარია ყოველთვის, მათ შორის შეცდომების დაშვების გზით, მაგრამ უნდა მივდიოდეთ წინ, ყოველთვის. ის, ვინც იწყებს თუნდაც “სტატუს კვოს” შენარჩუნებაზე ფიქრს, როგორც კი ეს აზრი გიჩნდება, იწყება დასასრული, ყველაფრის საერთოდ. ამიტომ, არასდროს უნდა იფიქრო ამაზე, ჯობია შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ. იმიტომ, რომ ეს გამოიღებს აუცილებლად შედეგს და დააყენებს უკეთეს ხვალინდელ დღეს.

ასევე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მუდმივი არაფერი არ არის, არავინ არ არის დანიშნული კონკრეტულ როლზე. ასე არ ხდება! მატერიის შენარჩუნების პრინციპი ყოველთვის აბსოლუტურად მუშაობს პოლიტიკაში, მაგალითად და მისი სახუმარო ფორმულა არის – “გაგცვივდება თმა, ამოგივა წვერი“. ანუ რაღაც თუ ქრება ერთ ადგილას, ის აუცილებლად ამოიზრდება მეორე ადგილას. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ მატერია მაინც შენარჩუნდება, გამოთავისუფლდება ადგილი და ის შეივსება სხვის მიერ. ეს უნდა ვიცოდეთ, აუცილებლად და ამაზე უნდა ვიფიქროთ ყოველთვის, ვიდრე “სტატუს კვოს” შენარჩუნებას გადავწყვეტთ, გაჩერებას, ან უკან გახედვას. არა, ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, თორემ სხვა წავა წინ. იმიტომ, რომ ეს არის განვითარების და პროგრესის აქსიომატური კანონი.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის, ასევე, შიგნით მიმდინარე პროცესების, საბედნიეროდ, გარეთ მიმდინარე პროცესებიც, ზუსტად ამას ადასტურებს! უკრაინელები ამ პრინციპს ყოველდღიურად ადასტურებენ, ყოველდღიურად ათობით, ასობით თუ ათასობით მსხვერპლის მიუხედავად მიდიან წინ. კი არ სჯერათ ხვალინდელი უკეთესი დღის, სიმართლის გარდაუვალი გამარჯვების, არამედ თვითონ აყენებენ უკეთეს ხვალინდელ დღეს, ყოველდღიურად, უმძიმეს ვითარებაში, მაგრამ ამას ახერხებენ იმიტომ, რომ თუ ისინი გაჩერდებიან, მოვლენ სხვები და ეს სხვები ვიცით, ვინც არიან. მათ არ აქვთ გაჩერების უფლება და ისინი ამას არ აკეთებენ. შრომობენ ყოველდღიურად იმიტომ, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ ეს არც გამართლებაა, არც მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, არც დასავლეთის დახმარება მხოლოდ, ეს არის ყოველდღიური შრომა და სვლა სწორი მიმართულებით. სიკეთე კი არ იმარჯვებს ასე ირაციონალურად, უკრაინელების შრომით, მიზანმიმართულობით, სიკეთე იმარჯვებს ყოველდღიურად და ამარცხებს ბნელს,” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...