პარასკევი, ივლისი 18, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კელი დეგნანმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება"...

“კელი დეგნანმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ე.წ. ,,განდგომილი“ დეპუტატების განცხადებებზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მიმართ. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხივე დეპუტატი გამორჩეულები არიან ღირსეული წარსულით:

,,ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება. მან თქვა, რომ 4 ადამიანი, ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას.

წარმოვიდგინოთ თეორიულად და პრაქტიკულად, რომ რაც წერია იმ წერილებში არის 100%-ით, ან 90%-ით, ან 80%-ით სიმართლე. ჩვენი თავი წარმოიდგინეთ ამ ვითარებაში და მერე იძულებული ვართ, რომ იქიდან ან 90% დავადასტუროთ, 10% უარვყოთ, ან 100%-ვე დავადასტუროთ და 0 უარვყოთ.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ 4 ჩვენს კოლეგას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს და მარტო ხალხის არჩევაც არ არის აქ მნიშნელოვანი, ამის გარდა ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი ღირსეული წარსული, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი: სოზარ სუბარი – თავისი წარსულით და დღევანდელობით, დიტო ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ეს ადამიანები თავის დროზე იბრძოდნენ ქვეყნისთვის და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

“რა მწარედ მახსენდება შედარება იმ და ამ ხელისუფლების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასება-შედარებები, მინიშნებებით: "რა მწარედ მახსენდება შედარება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...