საქართველოში არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მწვავედ აკტირიკებს ოპოზიციური არხის ჟურნალისტებს და მოუწოდებს საზოგადოებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებისკენ:
,,რეიტინგებში საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი, ევროპულ სასამართლოებს შორის. შესაბამისად, სიტუაციის დრამატიზება და ამ სფეროში ხელოვნური დაძაბულობის შექმნა, რომ თითქოს ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას – ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა!
თქვენ გინდათ მხოლოდ, რაღაც ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს. ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს – არ გინდათ, რომ შეასრულოთ რამდენიმე ტელევიზიამ?!“ – თქვენი არჩევანია.
ჩვენ მაინც მოქალაქეებს ავუხსნით, თუ რა ცვლილებები მოხდა სასამართლოს სისტემაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


