„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძის 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების, კერძოდ, დამატებით მილიარდ 200 მილიონი ლარის განაწილების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის კორუფციული სქემების დაფინანსების მუხლები. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ხელისუფების ადგილზე იგი დამატებით ხარჯებს პენსიონრების, აქციზის ხარჯებისა და ჯარისკაცების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართავდა
„ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეტანილია 1 200 000 000 ლარის განაწილებაში არის კორუფციული სქემების დაფინანსების მუხლები. მინიმუმ 20% ჩადებულია იმ პროექტში, რომელიც მათ აქვთ აქ მოტანილი.
რაში უნდა დაიხარჯოს 1 200 000 000 ლარი ჩვენი გეგმის მიხედვით და რას გთავაზობთ საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, თორემ ,,ქართული ოცნება“, ხალხის ხარჯზე, ფულის კეთებაზე არასდროს უარს არ იტყვის.
გავაუქმებდით საწვავზე აქციზის გადასახადს, რაც 50 თეთრით შეამცირებდა ბენზინის ფასს და ბიუჯეტს დააკლდებობდა მაქსიმუმ 300 მილიონი წლის ბოლოდე. მივცემდით 100 ლარიან ფასების ზრდის ყოველთვიურ კომპენსაციას 800 ათას პენსიონერს, წლის ბოლომდე. დანარჩენ თანხას გადავანაწილებდით სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. აი ასე მოიქცეოდა ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება. მაგრამ რას აკეთებს „ქართული ოცნება“? როგორც კი ბიუჯეტში დამატებით ფული გაჩნდა, მათ კვლავ სურთ, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი წაიღონ საკუთარ ჯიბეში. წაიკითხეთ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი. რაც აქ არის მოცემული, ეს არის პირდაპირ მხოლოდ იმ პროექტების დაფინანსება, სადაც ფინანსური ინტერესები აქვს ,,ქართულ ოცნებას“, კერძოდ სამშენებლო პროექტები, ამით თითქოს ზრუნავენ ჯარზე, რეალურად კი ფულს იდებენ ჯიბეში.
ჯარისკაცის ხელფასი დღეს საქართველოში არის სპეციალისტზე დაბალი, ჩვენს ქვეყანაში ჯარისკაცი უფრო ნაკლებს იღებს, ვიდრე რუსთავის მერის რომელიღაც თანაშემწე. წარმოიდგინეთ ის 50 თანაშემწე, ხოლო ამ ადმიანებს, ჯარისკაცებს არცერთი კაპიკი, როცა საფრთხე ძალიან დიდია.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ 1 200 000 000 უნდა გაიყოს ორ ნაწილად:
პირველი – უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი და გაიაფდეს საწვავი საქართველოში, რასაც წლებია უკვე ითხოვენ საქართველოს მოქალაქები, ამიტომ მინიმუმ 50 თეთრით უნდა მოხდეს გაიაფება.
მეორე – წლის ბოლომდე ყოველთვე, კონპენსაციის სახით, პენსიონერებს უნდა მიეცეს 100-100 ლარი, რათა დაუკომპერსირდეთ ფასების ზრდით მიღებული ზიანი.
და ბოლოს: საიდან გაიზარდა ბიუჯეტში ფული? ინფლაციის გამო, ფასების ზრდის გამო, დასაბეგრი ბაზა გაიზარდა ქვეყანაში შესაბამისად მეტი ფული შევიდა ბიუჯეტში. ერთადერთი გზა არის ის, რომ ეს ფული სამართლიანად გადავანაწილოთ საქართველოს მოქალაქეებზე, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
კიდევ ერთელ ხაზს ვუსვამ – საწვავის ფასის შემცირება საქართველოს ყველა მოქალაქეზე მყისიერად იმოქმედებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, შეანელებს ინფლაციის ტემპს, ხოლო პენსიონერებს, იმ 800 000 პენსიონერს 100-100 ლარით დაუკომპენსირებს იმ მძიმე ეკონომიკურ დარტყმას, რაც აქვთ ფასების ზრდის გამო,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

