პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ბრიფინგზე რუსეთთან ომთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება ფართო განხილვის თემა გახდა უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებზე – აცხადებს “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე და მმართველი პარტიის ლიდერის საპასუხოდ ალტერნატიული პლებისციტის ჩატარების იდეა შემოაქვს:
“გადაჭრელდა უკრაინული ტელეგრამ არხები კობახიძის ბრიფინგის თემით – საქართველოს ხელისუფლება რეფერენდუმის (რეალურად იგულისხმება პლებისციტი – რედ.) ჩატარებას აპირებს – “უნდა თუ არა ქვეყანას რუსეთთან ომიო“!
მოგვეჭრა თავი!
დიახ, გვინდა რეფერენდუმი შეკითხვით – უნდა დავამხოთ თუ არა “ქართული ოცნება”‼️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

