პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის "ქართული ოცნების" მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი...

“ეს არის “ქართული ოცნების” მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა” – პაატა მანჯგალაძე კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, პარტიის გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ შეფასებას აძლევს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანას:

ქმედებები, რომლებიც ვიხილეთ მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის, ჩვენი პარტნიორების: ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტარების და ჩვენი, ოპოზიციის პოზიციების უგულებელყოფა არ არის გზა ევროპისკენ.

უფრო მეტიც, ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ფარული მოქმედებების ნაწილი და მცდელობა დააზიანონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ისე, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს.

არავითარი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა იმ კანონის დაჩქარებული წესით მიღების, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს მოქალაქეების ფართო წრე განუსაზღვრელი ვადით და ამ ნაწილში სრულად ვიზიარებთ აშშ-ს საელჩოს და ვენეციის კომისიის შეფასებებს.

ასევე, არ არსებობს სახალხო დამცველის შერჩევის წესში არსებული კარგი პრაქტიკისგან განსხვავებული რეგულაციების შემოტანის აუცილებლობა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აძლევს კანდიდატის შერჩევის წესის და იმ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც მოახდენს სახალხო დამცველის კანდიდატების წინასწარ შეფასებას. ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხავს უფრო მეტი დემოკრატიის, ჩართულობისა და გამჭვირვალობის შესაძლებლობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნას დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის პირობების შექმნის, პროცესის გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, რასაც ბუნებრივია მხარს ვერ დავუჭერთ”, – აცხადებს პაატა მანჯგალძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...