სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“როგორც შეგპირდი, ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან” – დავით არახამია

ინტერნეტშივიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ. ვიდეოში უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესების მიზნით კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით საუბრობს:

დღეს მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, სპეციალურად მოვიცადე რამდენიმე დღე, რათა გამეგო საქართველოს ხელისუფლების ისტერიული რეაქცია, მოსალოდნელ და ჩემ მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენაზე, როცა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით დაფუძნებულმა, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ (რომელიც დღეს წარმოადგენს სანქციების პაკეტების ფორმირების მთავარ სააგენტოს ევროპისა და აშშ-სთვის) თავის საიტზე განათავსა რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისათვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომლებიც აფინანსებენ ივანიშვილის რეჟიმს. ამ პაკეტში, დღეის მდგომარეობით, ჯერ არ მოხვდა მისი ახლო პოლიტიკური გარემოცვა და ეს არაა შემთხვევით, გადაწყდა რომ დასაწყისითვის აქტიურობა საჭიროა თვითონ ოლიგარქისა და მისი ფინანსური წყაროების მიმართულებით.

ეს ადამიანები საქართველოში ყველასთვის ცნობილია. შეიძლება საიტზე შესვლა და ამ ადამიანების სიის ნახვა. დარწმუნებული ვარ საქართველოს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა იგი გაავრცელეს.

ეს პირველი ეტაპია, შემდგომში, ამ ეტაპის ვერიფიკაციის შემდეგ, ეს დოკუმენტები გადაეგზავნება სანქციების საერთაშორისო ჯგუფს. იქ მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ერთხმად მოხდება.

ასე რომ, როგორც შეგპირდი, ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან”, – განაცხადა დავით არახამიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული