spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვადამდელი არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!" - ნიკა მელია

“ვადამდელი არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობისა და აუცილებლობის თაობაზე საუბრობს:

მოვითხოვეთ ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ, რბილად რომ ვთქვათ, საინტერესო სურათი.

მავანს რომ ვუსმინოთ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერი ბიძინას აწყობს – მოქმედებაც და უმოქმედობაც, ბრძოლაც და დანებებაც, არჩევნების მოთხოვნაც და არჩევნებს დალოდებაც.

ანუ, რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? – დაიღუპები! მარცხნივ წახვალ? – დაიღუპები! მარჯვნივ წახვალ? – დაიღუპები! ანუ ყველგან დაიღუპებიო.

არადა ახლა არის სიტუაცია, როდესაც დალოდება არის საქართველოს ევროპული მომავლის დაღუპვა!

თან 2024-მდე რას უცდითო და თან რა დროს ვადამდელიაო, თან ბიძინა უძლეველიაო და თან იბრძოლეთო, თან დროზე პარლამენტიდან გამოდითო და თან ვადამდელი ბიძინას აწყობსო…

ვადამდელი არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!

2024 წელს დალოდება აწყობს სწორედ რუსულ ოცნებას. მათ ზუსტად იციან, რომ 2024 წლამდე კიდევ ასიათასობით ქართველი დატოვებს საქართველოს. ეს ასობით ათასი ქართველი კი სწორედ საქართველოში არსებული სიტუაციით უკმაყოფილო და შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილია.

მე მაქვს პირველ რიგში ქართველი ხალხის რაციონალური არჩევანის, შემდეგ კი საკუთარი გუნდისა და საკუთარი თავის იმედი.

ვიბრძოლებთ ვისაც გვჯერა გამარჯვების და დაგარწმუნებთ ყველას, ვისაც გამარჯვება სურს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...