spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იდეა და შეთავაზება უნაკლოა, არაფერი დაეწუნება ამ წესს"...

“იდეა და შეთავაზება უნაკლოა, არაფერი დაეწუნება ამ წესს” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესსა და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციური პარტიების შეფასებებზე. აქვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართა აფიქსირებს თავის კრიტიკულ პოზიციას:

,,ოპოზიცია როდესაც საუბრობს ნაღმებზე და კონკრეტულად ვერც მიუთითებს რა ნაღმებზეა ლაპარაკი – ეს მე მგონია მხოლოდ და მხოლოდ სპორტული ინტერესით განპირობებული ამოცანაა, რომ რაღაცნაირად უნდა გააკრიტიკონ. ამ შემთხვევაში იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა. არაფერი დაეწუნება ამ წესს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ.

როდესაც საუბრობენ სოლიდარობაზე ორგანიზაციისა ან კონკრეტული პირებისა, რომლებმაც თვითონ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაკვირველია, რომ ასეთი ორგანიზაცია ვერ ჩაითვლება ვერცერთ შემთხვევაში ნეიტრალურ და მიუკერძოებელ სუბიექტად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის: განიხილება არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის დააკომპლექტება, ჯგუფი შეარჩევს და მინიმუმ 7 კანდიდატურას წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს, მათგან კი პარლამენტი ერთ კანდიდატს აარჩევს. აქვე აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...