spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია" -...

“ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით:

,,რა გითხრათ?! ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია. ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როცა თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ, განსაკუთრებით ბატონი დავითის მიმართ.

თუმცა, მან მაინც ე.ი. გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა და დაენიშნა. აქ მაინც ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა ან რაღაც.

ქალბატონი სალომე არის დამოუკიდებელი მაქსიმალურად გუნდისგან, მე მგონი – ყველა ინსტანციისგან. თვითნებურად, თავისით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ხელი მაინც მოაწერა დანიშვნას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...