spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას...

თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში, თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესი გრძელდება და უფრო გააქტიურდება, რათა მაქსიმალურად მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და მათი ოჯახების ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება მოხერხდეს.

დღევანდელი თარიღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში 2300-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული პირის ოჯახებისთვის და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახებისთვის საყვარელი ადამიანის გაუჩინარებას და ხანგრძლივ გაურკვევლობას მოაქვს. დღეს, თბილისთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღვნიშნავთ; პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, გამოვხატავთ ოჯახებისადმი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრები არ არიან დავიწყებულები!

ჩვენ მუდამ გვახსოვს და გვემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ამოცანა კი, არის დავადგინოთ მათი ხვედრი, ადგილსამყოფელი და დავასრულოთ ოჯახების ხანგრძლივი მოლოდინი, რა მიზანსაც ემსახურება ჩვენი ძალისხმევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სახელმწიფო უწყებების და, რა თქმა უნდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა, დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორიალი თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დამზადდა და 2021 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობით გაიხსნა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...