spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა კი ვხედავთ...

“სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა კი ვხედავთ ახლა” – ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომეური ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმესთან და მის მიერ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. გომელაურის განცხადებით, მას არანაირი კომუნიკაცია და მუქარის მცდელობა არ განუხორციელებია ბრალდებულის მიმართ:

,,ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე მიცნობს პირადად, არა მარტო ჩემ ოჯახს, ნაცნობებს, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ.

სოსო გოგაშვილი, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება…

რომ გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად. ის იყო რიგით თანამდებობაზე გენინსპექციაში. მე მაშინ ვიყავი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ვთხოვე მას და ჩემს საკურატუროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე თითქმის 3 წელი. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელი, დავახლოვდით ოჯახებით.

ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, რომ თურმე 3 წელი იდგა და აგროვდება ჩემზე, ჩვენ გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს და ა.შ.

2018 წელს მოხდა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან. რატომ მოხდა ეს, თვითონ ძალიან კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან.

რაც შეეხება საპატიმროში მის მონახულებას, როგორც ვიცი განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, სრულიად კანონის დაცვით მოხდა ახლობლების შეშვება. გამომძიებელს კანონით აქვს უფლება ერთჯერადად დაუშვას ესა თუ ის პიროვნება პატიმართან შეხვედრაზე.

ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. მე არავის არ ვაყვედრი არაფერს, რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე. ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა, გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის ღმერთმა მისცეს, კარგად იყოს. არანაირი ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა კი ვხედავთ ახლა.

არ დამირეკავს, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, მუქარა, მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტის – სასაცილოა.

მე მზად ვარ, თუ კითხვები იქნება პასუხი გავცე გამოძიებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...