ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაბათუმში ცეკვის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

ბათუმში ცეკვის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება

ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს:

20 აგვისტო, 18:00 საათი, ბათუმის ბულვარი, კოლონადები

Red Bull Dance Your Style-ს, ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს ფინალს წელს ბათუმი უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

20 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბულვარში, კოლონადებთან, საქართველოს 16 საუკეთესო მოცეკვავე ერთმანეთს 1-1-ზე ბეთლში დაუპირისპირდება. მათგან მხოლოდ ერთი დაჯილდოვდება Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობით.

Red Bull Dance Your Style-ს ბეთლის ფორმატი აქვს. ჟიური კი მაყურებელია, რომელიც მოულოდნელად გაჟღერებულ ცნობილ მუსიკაზე მოცეკვავის რითმს, მოძრაობებს, კრეატივსა და ქარიზმას წითელი ან ლურჯი ბარათების აწევით აფასებს და საკუთარ ხმას ასე აფიქსირებს.

საქართველოს ფინალში 16 მოცეკვავე მონაწილეობს. 12 მოცეკვავე 13 აგვისტოს, თბილისში გამართულ  Red Bull Dance Your Style-ს საქართველოს შესარჩევზე, ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჰიპ-ჰოპის ცნობილი  მოცეკავე და რედ ბულის არტისტი  მაჯიდ კესაბი და Red Bull Dance Your Style-ს 2021 წლის საქართველოს გამარჯვებული ნინი გოგიჩაიშვილი. 4 მონაწილეს კი “Wild Card” ერგო და შესაბამისად, შეჯიბრებაში, შესარჩევი ეტაპის გარეშე, პირდაპირ ფინალში ჩაერთვებიან.

 

Red Bull Dance Your Style-ს შესახებ

Red Bull Dance Your Style 2022 წელს 33 ქვეყანას აერთიანებს. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები ერთმანეთს მსოფლიო გამარჯვებულის სტატუსისთვის 10 დეკემბერს, იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში დაუპირისპირდებიან.

ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველო მეორედ მონაწილეობს.  გასულ წელს კოვიდ პანდემიის გამო, Red Bull Dance Your Style-ს მსოფლიო ფინალი გაუქმდა. სწორედ ამიტომ, 2021 და 2022 წლების საქართველოს გამარჯვებულები ერთად გაემგზავრებიან შეჯიბრების მსოფლიო ფინალზე.

ქუჩის ცეკვის ყველაზე გავრცელებული სტილებია: ლოქინგი (locking), ჰიპ-ჰოპი (ე.წ. ჰიპ-ჰოპ ფრისტაილი ან ახალი სტილი), პოპინგი (popping), ჰაუსი (ე.წ. house dance), ვაკინგი (waacking) და ბრეიქინგი (ე.წ. B-Boying or breakdancing).

Red Bull Dance Your Style-ში მონაწილეობა და დასწრება უფასოა.

საქართველოს შესარჩევში მონაწილეობენ:

  1. გუგა ელიზბარაშვილი (Wild Card)
  2. ალექსანდრე გერგაია (Wild Card)
  3. ლოლიკა (Wild Card)
  4. თიკა ჯალაღონია (Wild Card)
  5. ტატო ტყებუჩავა
  6. ბექა გაბაძე
  7. მარიამ ინდუაშვილი
  8. ზურა ჩიქოვანი
  9. ნიკოლოზ გუგულაშვილი
  10. ლევანი ბაშელეიშვილი
  11. ნიკოლოზ ელერდაშვილი
  12. ლუკა ყარმაზანაშვილი
  13. ლილე მენთეშაშვილი
  14. დავით თამაზაშვილი
  15. ზაურ მუმლაძე
  16. ლევან ქურდაძე

 

სასარგებლო ბმულები

ღონისძიების Facebook გვერდი: Red Bull Dance Your Style 2022 – Georgia

Instagram გვერდი: Red Bull Georgia

Facebook გვერდი: Red Bull

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...