spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი არის სასამართლო სისტემა...

ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი არის სასამართლო სისტემა და ის მოსამართლეები, რომლებიც ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” – პეტრე ცისკარიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მორიგ წერილზე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მსგავსი წერილები მიწერება, მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი რეფორმების გატარებაში საფრთხეს ხედავს:

,,სასამართლო სისტემის ხელიდან გაშვება არ უნდათ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ბურჯი არის სწორედ სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება და მასში შემავალი ის მოსამართლეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას“.

როგორც კი იგრძნობენ, რომ რაღაც ისეთი ტიპის რეფორმა უნდა გატარდეს, როდესაც ეს ძალაუფლება მათ ხელიდან უნდა გამოეცალოთ და უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან და უნდა ემსახურებოდეს ქართულ სახელმწიფოს და არაერთ კონკრეტულ ადამიანს ან პოლიტიკურ პარტიას, მაშინვე იწყებენ ასეთი წერილების წერას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...