პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან" - ელენე ხოშტარია

“ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ევროკავშირის მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, საქართველოსთან მიმართებაში და მწვავე, კრიტიკულ შეფასებას აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ:

,,საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ 10 აგვისტოს გამოქვეყნდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, ჩვენ ურთიერთობაში ევროკავშირთან.

გარდა დღევანდელი კონტექსტისა, ასოცირების ჩარჩო – ეს არის ის ჩარჩო, რომელმაც ჩვენ მოგვიტანა არაერთი უკვე შემდგარი სიკეთე ევროკავშირისგან, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, ვაჭრობა ევროკავშირთან. ამაზე არის დაკავშირებული ჩვენი ყველა მოქალაქის კეთილდღეობა.

კანდიდატის სტატუსის საკითხისა და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ევროკავშირის კანდიდატობის მიღების მხრივ ჩვენს პერსპექტივას.

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გასულია თითქმის 2 თვე და ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები. უარყოფითად ფასდება 2020 და 2021 წლები არჩევნები; ლაპარაკია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე – იმ პრობლემაზე, რომელიც თან სდევს ,,ქართულ ოცნებას“; კონკრეტულად საუბარია როგორც ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე; პოლიტიკური მართლმსაჯულების გარდა, ასევე საუბარია მართლმსაჯულების სიტემის რეფორმების არარსებობაზე – პირდაპირ, ძალიან მძიმე სიტყვა ,,რეგრესი“ არის მოხსენიებული.

არავის არ აქვს ილუზია, რომ ამ სფეროში რაიმე კეთდება – პირიქით, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გვაქვს სერიოზული უკუსვლა; საუბარია ასევე მედია გარემოზე და ჟურნალისტების უსაფრთხოების, უფლებების შელახვაზე…

ლაპარაკია ომბუდსმენის ინსტიტუტზე თავდასხმაზე, ფარულ მოსმენებზეც, მათ შორის, დიპლომატების მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის კატასტროფული სკანდალი.

ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ,,ქართული ოცნების“, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი. ჯერი და ვალი ახლა არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...