spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც...

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებში” – ბაჩო დოლიძე ვსევოლოდ ოსიპოვზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში შემოსული ე.წ. “გაშიფრული” აგენტით დაინტერესდა და რუსეთის მოქალაქე ვსევოლოდ ოსიპოვი გამოკითხვაზე დაიბარეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბაჩო დოლიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა:

,,იმ დროს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკონტროლო შემოდინების ლეგიტიმური შიში გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლება ფასადურადაც კი არ რეაგირებს აღნიშნულთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დასდევს ,,ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებს, არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თუნდაც ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროა და მედიაში ვრცელდება, რეაგირება მოახდინოს.

საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, ოსიპოვს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს არ გადასცემენ რუსეთს. ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ეს ადამიანი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებში”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ვსევოლოდ ოსიპოვი არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...