პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუზე, სადაც იგი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში აფიქსირებს პოზიციას:
,,ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები.
შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენინეტეტის, ჩვენი ხალხის ინტერესების საწინაარმდეგო განცხადებებს აკეთებს – ეს ადამიანები ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს. ჩვენი ქვეყნის ინტერსები მათთვის არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ინფორმაციისთვის – ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მწვავე განცხადებას აკეთებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მისი განმარტებით, ხალმა უნდა აირჩიოს ,,მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები’’:
,,საქართველოს ჰქონდა არჩევანი: ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ხართ ან სიკეთის მხარეზე ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე“, – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით – ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, ასევე საქართველომაც უნდა აირჩიოს, თუ ვისთან უნდა იყვნენ – კაციჭამიებთან თუ იმ ადამიანებთან, ვინც თავს იცავენ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე