spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს - პრეზიდენტი ცდილობს, რომ...

“ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს – პრეზიდენტი ცდილობს, რომ მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტისთვის წარსადგენად ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისას საკითხზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე კრიტიკას გამოთქვამს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე:

,,რაღაცა დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა. იმისთვის, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან.

მე არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია. იმიტომ, რომ ლოგიკურად საფუძველშივე მცდარია უბრალოდ ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება არ შეგაქოს.

აზრი არ ჰკითხო, საერთოდ აინუნში არ ჩააგდოს ხელისუფლების მოსაზრებები, ეს ბუნებრივია, რომ არ არის სწორი.

ჩემი დაკვირვებით და ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს, რომ მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა.

ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს, ამ შემთხვევაშიც გადადგა, როგორც ჩანს. შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ სხვა ახსნა და არგუმენტაცია ამას ჩემი აზრით ვერ ექნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამანტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ერთი წევრის ასარჩევად 2-2 კანდიდატურა წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა თავმჯდომარის კანდიდატურად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...