spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება" -...

“საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური წარმატებების შესახებ ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, ივნისში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10.5%.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ზრდა არის მართლაც ძალიან გამორჩეული არა მარტო მთელ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ.

მინდა ასევე, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული თვის მონაცემთან შედარებით.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 28%-ით და შეადგინა 448 მლნ დოლარი.

გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ჩვენ ამის თაობაზე ხშირად ვსაუბრობთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მლნ დოლარზე მეტი.

ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს.

7 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1 273 000 000 ლარამდე დაუბრუნდა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს, BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, გააჩნია როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ისე მმართველობის ღია ინდიკატორები.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო, მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...