კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბულინგატორი" ჟურნალისტი უფრო დაფასებულია, ვიდრე სიღრმისეულად საკითხების მცოდნე...

“ბულინგატორი” ჟურნალისტი უფრო დაფასებულია, ვიდრე სიღრმისეულად საკითხების მცოდნე მოაზროვნე, ეს არის რეალობა – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სახელისუფლებო გუნდის ცალკეული შესრულებული პროექტების “გაპიარების” მიზნით:

ჩემი მეგობრები და საერთოდ უცხო ხალხი, მათ შორის FB-ზე, ხშირად მსაყვედურობენ ე.წ ,,პიარის’’ სისუსტის თაობაზე, ვერ მუშაობს, ინფორმაციას სათანადოდ არ ავრცელებს განხორციელებული პროექტების შესახებო მეუბნებიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით მცირე მიმოხილვა მინდა გავაკეთო.

დავიწყოთ იმით, რომ, მაგალითად, 23 ივლისს საქართველოს ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრომ წარადგინა განხორციელებული სამუშაოების ანგარიში და გააკეთა დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია. ამასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრეს პრემიერ მინისტრმა, მინისტრმა და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. აღინიშნა, რომ გასულ წელსა და მიმდინარე წლის ექვს თვეში რეგიონალური განვითარების ფონდის საქმიანობის ფარგლებში ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მოიცვა ქვეყნის ყველა რეგიონი.

განხორციელებულ სამუშაოებს შორისაა ასობით საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, წყალმომარაგების პროექტები, ამბულატორიების მშენებლობა, სპორტული და კულტურული ობიექტები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტები, ნაპირსამაგრები, საბავშვო ბაღები და სკვერები.

ამის შემდეგ, 13 აგვისტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 თვის ანგარიში წარმოადგინა. 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაიწყო მუშაობა, უკვე განხორციელდა 200 კმ-მდე მაგისტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და მუშაობა მიმდინარეობს 500-ზე მეტ კმ-ზე. განხორციელდა 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.

სხვა პროექტებიც მოვიგონოთ, მაგალითად, ელექტრომანქანების ქარხნის მშენებლობა საქართველოში, თუნდაც აბასთუმანის სრული რეაბილიტაცია, რომელსაც ფონდი ,,ქართუ’’ ახორციელებს, ან თუნდაც ბაკურიანის მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ზამთრის სახეობებში. აგრეთვე, ძალიან მალე დაიწყება მასშტაბური მშენებლობები კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად.

აგერ, მსოფლიო დონის უმსხვილესი ირლანდიური ავიაკომპანია შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ხევსურეთს კი უბრუნდება სიცოცხლე. ეს უცბად რაც მომაგონდა, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჯერ მარტო ,,ქართუ’’ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები ეყოფოდა პიარზე აწყობილ ხელისუფლებას.

მაგრამ მთავარი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მედიის წარმომადგენლები იმას კი არ კითხულობენ რამდენმა ქართულმა კომპანიამ მოიგო ტენდერი, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, როგორი იქნება ამ პროექტების ეფექტი საქართველოს მომავალზე ან რა მასშტაბის იქნება საქართველოს მონაწილოება საერთაშორისო გადაზიდვებში, არამედ, ინტერესის საგანს წარმოადგენს სულ სხვა რამ: ვინ უფრო მწარედ შეაგინა ოპონენტს, დანაშაულის ნიშნებზე რეაგირება ნიშნავს თუ არა მედიაზე ან ბიზნესზე ზეწოლას, რას ვუპასუხებდით ოპონენტებს რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაში მოისუსტებს დასავლური კურსი.

ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც სკანდალური შინაარსის არის ან ნებისმიერი ჭორის საფუძველზეა აგებული გაცილებით უფრო პოპულარულია საინფორმაციო სივრცეში და ,,ბულინგატორი’’ ჟურნალისტი უფრო დაფასებულია, ვიდრე სიღრმისეულად საკითხების მცოდნე მოაზროვნე. ეს არის რეალობა. მე ვერ ვიტყვი, რომ გარკვეულ უტრირებას ვუკეთებ ამ ყველაფერს, რადგან საყვედურები, რითაც დავიწყე, რომ ე.წ პიარი ვერ მუშაობს, არათუ შემცირდა, არამედ მათმა რაოდენობამ საკმაოდ იმატა,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიორგი ვოლსკი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...