spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს...

“ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს 212-ე საკნიდან საზოგადოებისადმი მიმართვას აგზავნის:

როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე. იგი დასავლეთთან ვაჭრობს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და ქვეყნის დასავლური მომავლით.

ივანიშვილის Modus operandi არის სრულიად რუსული. ვაჭრობისას იგი ყოველთვის ბლეფობს და ამორალურად იქცევა. მასთან მოლაპარაკების თუ მოგვარების ნებისმიერ მცდელობას ის სისუსტედ და უკანდახევად მიიჩნევს და იქცევა კიდევ უფრო აღვირახსნილად.

ივანიშვილის რუსული ტიპის ვაჭრობისა და შანტაჟის წინააღმდეგ ჭრის მხოლოდ ხისტი და სწორხაზოვანი პასუხი. რაც უფრო აგრესიულია მისი შეტევა, მით უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას. მან უნდა იცოდეს, რომ არავინ წაყვება ვაჭრობაში და არავინ არაფერს დაუთმობს. მან უნდა იგრძნოს, რომ რაც მეტად შეეცდება ზიანის მიყენებას დასავლეთისა და საქართველოსთვის, მით უფრო დაზიანდება თავად.

P.S. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას და განსაკუთრებით სანქციებისაგან თავის ასარიდებლად საქართველოს შავ ხვრელად ქცევისაგან თავის შეკავებას – ამ მოთხოვნების დაყენება და მათი შესრულება კი არ არის ომში ჩართვა, არამედ პირიქით – ამ მოთხოვნაზე უარის თქმა არის ომში ჩართვა, ომში ჩართვა რუსეთის მხარეს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...