spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ სოსო გოგაშვილს სურს, რომ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს...

“თუ სოსო გოგაშვილს სურს, რომ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს თავის განცხადებებს, ჯობია დაიწყოს იმის მოყოლით, თუ ვისი დავალებით რეებს აკეთებდა!’’ – დავით უსუფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი გოგაშვილს მოუწოდებს დაიწყოს საუბარი კონკრეტულ დეტალებზე:

,,თუ მას სურს, რომ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს თავის ამ ტიპის განცხადებებს, ჯობია დაიწყოს იმის მოყოლით, თვითონ უშუალოდ ვისი დავალებით რეებს აკეთებდა. მისი ამ ტიპის განცხადებებს მეტი დამაჯერებლობა ექნება.

იმიტომ, რომ იმ სიბინძურეებში, რაშიც სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები არიან გარეული წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, დიახ, სჭირდება მხილება!

ვისაც ესენი ჩადენილი აქვს მისი სიტყვების დამაჯერებლობას სერიოზულად გაზრდიდა და ქვეყნისთვის დიდ სამსახურს გაწევდა, თუ თვითონ ილაპარაკებს, რომ მე დამავალეს – ეს გავაკეთე, ახლა სხვას დაავალეს და ისინი ამას აკეთებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის გამოქვეყნებულ წერილში მის მიერ დაანონსებული, სისტემის მხილების, მორიგი დეტალებია აღწერილი:

,,ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი. შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ.

ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...