საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და “მთავარი არხის” ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს:
“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.
“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!“
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

