spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით" - პაატა...

“თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით” – პაატა ბურჭულაძე კელი დეგნანს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით მიმართავს საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და მწვავე შეფასებებს აძლევს  პარტია “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგი ღია წერილს აშშ ელჩისადმი:

ღია წერილი მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს.

თქვენო აღმატებულებავ,
დღეს წავიკითხე 3 აღშფოთებული ,,პატრიოტი” დებუტატის თქვენდამი გზავნილი ღია წერილი.

ჯერ მინდოდა მათთვის მიმეწერა იმ არარაობაზე და მავნებლობაზე, რაც იმ წერილშია მოყვანილი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. მათ და მათმა პარტიის სამეგობრომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობა, პატივისცემა და რწმენა იმისა, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მის სწრაფვას ევროპაში. პარლამენტის წინ ბოლო მიტინგები ამის უტყუარი საბუთია.

თქვენო აღმატებულებავ, მაპატიეთ, რომ მოგმართავთ ამ თხოვნით: თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით. უკეთ იცით თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნა იქნება, რომ არ აყვეთ მათ პოლემიკაში. ქართველებს გვაქვს ანდაზა: “ძაღლი იყეფებს, იყეფებს და გაჩერდება“. მათი წერილი აღითქვით, როგორც ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩაგითრიოთ პროვოკაციაში.

მე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ვემიჯნებით ამ წერილში მოყვანილ ყველა სიტყვას და საპირისპიროდ, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ქვეყანას იმ დიდი დახმარებისთვის და თანადგომისთვის, რასაც ათწლეულებია ღებულობს თქვენგან დამოუკიდებელი საქართველო.

დიდი პატივისცემით, პაატა ბურჭულაძე“, – აღნიშნავს ღია წერილში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...