პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტთან მიმართებაში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს შერჩეულ დამოკიდებულებას/რიტორიკას აგრძელებს:
,,თქვენ გიცნობთ და მე რომ გითხრათ – თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია?! მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე.
თქვენ, თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით დაფინანსებულ ადამიანებს და მის ქეისებს, არ იმჩნევთ საერთოდ – თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და რუსულ საქმეს აკეთებთ, საბოლოო ჯამში. შედეგებიდან ასე გამომდინარეობს.
ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები.
სასარგებლო იდიოტი იცით რა არის ტერმინი? იდიოტები ხომ არ მითქვამს?
თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


