spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, როცა უკიდურეს გაჭირვებაში...

“უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი განცხადებას აკეთებს საქართველოში საწვავის ფასის მაღალ ნიშნულთან დაკავშირებით და კონკრეტულ პიროვნებებს ასახელებს, რომლებიც კურირებენ ქვეყანაში ნავთობის შემოტანას:

,,უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი. იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში. ვგულისხმობ ბენზინს, დიზელს…

ამასობაში ჩვენ გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ ეს ,,გალფმა“ ფაქტობრივად დაადასტურა და თქვა, რომ დიახ, ,,როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში.

ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის – ჩვენი დების, ძმების მკვლელობაში თანამონაწილეობას. ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ,,გალფის“ მთავარი პატრონი საქართველოში, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არის ბატონი ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის დროზე ბატონი ვლადიმერ ხუნდაძე დანიშნა ფინანსთა სამინისტროში, რომელიც კურირებს საბაჟოზე ამ ტვირთების გატარება/არგატარების საკითხს.

ასევე მნიშვნელოვანია ფოთის პორტში ერთი ფეოდალი კაცი, ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი – ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები, რომელიც უზრუნველყოფს ფოთის პორტში მსგავსი ტვირთების მიღებას, გატარებას და ამ კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...