spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ...

“მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა. ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის ტელეკომპანიაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე და ამასთან ერთად ავრცელებს ტელეარხის სპეციალურ განცხადებას:

მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა. ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

განვითარების გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ არსებობის საკითხი დადგა. მარტოები ვერ დავძლევთ ამ პერიოდს. ქართული ბიზნესის იმედიც არ მაქვს. ვიცი, რომ არარეალური იდეაა ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა, მაგრამ არ ვეშვები მცდელობას. ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძვრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცეები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი.

მოკლედ, ნებისიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი – როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი.

მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

***********************

ტელეკომპანია “კავკასია” მხარდაჭერისთვის მოგმართავთ

წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე, და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდაჭერის და ფინანსური თანადგომისთვის, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ამ დროისთვის ტელეკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც მის არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რამაც გრძელვადიანად ჩვენი ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და მოგვცეს საშუალება შევქმნათ ძლიერი საინფორმაციო არხი.

თუმცა, უახლოესი ორი თვე ჩვენთვის უმძიმესია, რადგან მიმდინარე ვალდებულებებმა შესაძლოა ტელევიზიის გაჩერება გამოიწვიოს.

ტელეკომპანია კავკასია მადლობას უხდის  ყველას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერის სურვილი აქვს.
ჩვენთვის თქვენი გულშემატკივრობა უმნიშვნელოვანესია.

მადლობა ყოველი ლარისთვის, რომელსაც ჩვენი არხისთვის გაიღებთ

თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე:

საქართველოდან:

თიბისი ბანკი ლარში გადარიცხვებისთვის

მიმღები ბანკი – ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი – TBCBGE22
მიმღების ანგარიში – GE55TB7697536070100001
მიმღების სახელი – შპს ტელეკომპანია კავკასია
დანიშნულება: შემოწირულობა

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვისთვის:

თიბისი ბანკი FOR  U.S. DOLLAR  TRANSFER აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის

Beneficiary’s Bank – JSC TBC Bank
Bank Code – TBCBGE22
Beneficiary’s IBAN – GE02TB7697536170100001
Name of Beneficiary – shps telekompania kavkasia

Intermediary Bank
CITIBANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089

Intermediary Bank
DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
NEW-YORK, USA
SWIFT: BKTRUS33
ABA: 021001033

Intermediary Bank
JPMORGAN CHASE BANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT: CHASUS33
ABA: 021000021

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...