spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია" - ნიკა გვარამია

“სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია” – ნიკა გვარამია

რუსთავის საპატიმროდან ნიკა გვარამიას მორიგი გზავნილი გამოქვეყნდა ფეისბუქის მის პირად გვერდზე. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მოსამართლეებთან მიმართებაში და სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:

სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.

რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:

პირველი – ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;

მეორე – სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც “ქართული ოცნების” ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.

P.S. ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე “მოსამართლეც” უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით 🙂

P.P.S. ის გარემოება, რომ ჩხიკვაძემ საკუთარი განცხადება გადაუგზავნა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, რომელსაც დღეს მისი უახლოესი მეგობარი ზაზა გველესიანი მართავს და რომელიც თურმე ყველაზე ნეიტრალურ ტელეარხად მიაჩნია, კიდევ ერთი დასტურია ჩხიკვაძის მიკერძოებულობის და მისი განაჩენის უკანონობის“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...