spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება დაკავებულია კრიტიკული მედიასაშუალებების დევნით, ახლა უკვე ფარული...

“ხელისუფლება დაკავებულია კრიტიკული მედიასაშუალებების დევნით, ახლა უკვე ფარული ჩანაწერების მოპოვებით და გავრცელებით” – დიმიტრი საძაგლიშვილი

მუსიკოსმა, მომღერალმა, მედიაში სხვადასხვა პროექტის ავტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაასაჯაროვა აუდიო ჩანაწერები, სადაც ,,მთავარი არხის“ გადაცემა ,,Post Factum”- ის ჟურნალისტების და პროდიუსერის მიერ სამუშაოთა დაგეგმვის პროცესია ჩაწერილი. ფარულ მიყურადებაზე მწვავე განცხადება გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშილმა:

,,მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებული ჩანაწერი, რომელიც მერე გაავრცელებინეს მის წარმომადგენელს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა რაღაც გაუგებარი წყაროების მხრიდან ვითომ ასე შემთხვევით მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება, რაზეც საქართველოს ხელისუფლების, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს რეაგირება არასოდეს არ მოუხდენიათ.

ბუნებრივია, როდესაც დამკვეთი არის ხელისუფლება უკანონო თვალთვალის და მოსმენის, ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოები, ცხადია, არაფერს აკეთებენ. იმიტომ, რომ პროკურატურაც ამ შემთხვევაში არის ისეთივე დანაშაულებრივი სისტემის შემადგენელი ნაწილი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უბრალოდ ეს არის ახალ ეტაპზე გადასვლა. იმიტომ, რომ ჟურნალისტების თათბირის ჩაწერა და მერე გავრცელება აქამდე არ გვქონია. სამწუხაროდ, არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ამას რაიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ საქართველოს არ ადარდებს, მათ შორის ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციები იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ რამეს ითხოვენ, ერთ-ერთი პირველი არის მედიის თავისუფლება და მედიაზე ზეწოლისგან თავის შეკავება. მაშინ, როცა ამ პირობებშიც კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება დაკავებულია კრიტიკული მედიასაშუალებების დევნით, ახლა უკვე ფარული ჩანაწერების მოპოვებით და გავრცელებით“, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...