spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის...

“მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის – ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდული ომის თაობაზე საუბრობს და საზოგადოებას კონკრეტული მოწოდებებით მიმართავს:

როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს.

1. მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას?

2. ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ;

3. ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი;

4. ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და ა.შ.);

5. სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს;

6. დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ.

ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოში შემოსულ რუსებზე.

1. ამ რუსების უმეტესობასაც მიაჩნია, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სინდისი არ უნდა აწუხებდეთ, მაგალითად აფხაზეთზე ან ცხინვალზე.

2. მათ ქართველები მიჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად.

რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი – შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე.

და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის – ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...