spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც...

“დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში შეფასებას აკეთებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში თვითონაც აფიქსირებს პოზიციას, რომ ,,ვინც არ არის ოლიგარქი იმას, რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი – ვერ გახდება ოლიგარქი“:

,,ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანი და დროული მიმართვა იყო. ვინაიდან ჩვენ რასაც ვხედავთ ეს ბოლო პერიოდი არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე.

ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ – ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის.

საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას. იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება – ეს არის შეურაცხყოფა!

ვერავინ ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა?! რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი?! შესაბამისად, ეს არის დეზინფორმაცია.

თქვენ რა გგონიათ, რომ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არცერთი ადამიანი არ არის კუნძული. ადამიანები ერთმენთთან ურთიერთობენ. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ადამიანს აქვს სოციალური კონტაქტები.

თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი. აქ აღქმებს ,მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის ფაქტები. რაც არის თეთრი, ის ვერასდროს ვერ გახდება შავი. ვინც არ არის ოლიგარქი იმას, რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი – ვერ გახდება ოლიგარქი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...