spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სტაბილური და მოითხოვს...

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სტაბილური და მოითხოვს დამატებით გამოკვლევებს” – ოთარ თოიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო. კომისიის წევრი ექიმი-ნევროლოგი ოთარ თოიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია და შესაბამისად, საჭიროებს დამატებით კვლევებს:

,,მისი მდგომარეობა ფლუქტუირებს ანუ არ არის სტაბილური, შესაბამისად, მოითხოვს ეს დამატებით გამოკვლევებს. ვინაიდან გამოკვლევებზე მიბმულია მკურნალობის ტაქტიკის საკითხები.

რამდენ ხანს გაგრძელდება? – ამაზე გვიჭირს პასუხის გაცემა.

სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთი და ორი კვირა, ლაპარაკია თვეებზე, რომელიც პაციენტმა უნდა გაატაროს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

კვლევები არ არის მარტივი. იქნება საკმაოდ რთული გამოკვლევები, ფაქიზი კვლევები. ამიტომ ჩვენ დროს ვერ გეტყვით. გააჩნია, ტექნიკურად როგორ მოახერხებს ამას საავადმყოფოს ადმინისტრაცია“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...