spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი...

ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება – ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს

ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება.

სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი “გაყრა“, ასევე მგზავრების და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი.

ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით.

10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.

📣სარაგბო ზეიმი ბათუმში 8-9-10 ივლისი

🔷 8 ივლისი

▪️ 20:00 – ევროპის მოედანი

🌟მიუზიკლი “გაყრა”

🌟 ფანკ ბენდი

🌟 მგზავრები

🌟 Dj გურული

🔷 9 ივლისი

▪️ 11:00 – 20:00 – დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში

▪️ 11:00 – ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი

▪️ 17:00 – რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი “არსიანი”, გონიოს ციხე

▪️ 20:00 – ევროპის მოედანზე:

🌟road radio

🌟 სუხიშვილები

🌟killage

🌟 DJ ბენე

🔷10 ივლისი

▪️ 12:00 – 20:00 – ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან

▪️ 11:00 – 20:00 – დრამების შოუ – ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ

▪️ 20:00 – 🇬🇪საქართველო – 🇮🇹იტალია – 🏉 რაგბი ბათუმის სტადიონზე

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...