spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას...

“ქართული ოცნება” რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობისა და ევროპაში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი ხალხის 85%-იან ნებას საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ტყუილებს უპირისპირებს:

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს დასავლეთი ქართულ საზოგადოებას აყენებს დილემის წინაშე – ან მშვიდობა ან ომი და ევროპაში ინტეგრაცია, არის ანტისახელმწიფოებრივი და ემსახურება ხალხის დაშინების რუსულ ინტერესებს.

ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ვერაფრით უპირისპირდებიან საზოგადოების 85%-იანი ნაწილის ნებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და დეოლიგარქიზაცია და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია, რაც პირდაპირ გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.

სწორედ ამიტომ, იგონებენ ტყუილს, რომ დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას შორის, ანუ კობახიძის ლოგიკით, დეკემბერში როცა უარს გვეტყვიან საბოლოოდ, კი არ უნდა გავბრაზდეთ ხელისფლებაზე, უნდა გაგვიხარდეს რომ ომს აგვაცილეს.

გამოსავალი მარტივია, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებით, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობისა და ევროპაში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...