“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელის მეშვეობით, საპარლამენტო ოპოზიციასთან მიმართებაში კონკრეტულ მოსაზრებას აფიქსირებს:
“ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით.
გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას. რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.