spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთად დავიბრუნოთ საქართველო, დავასრულოთ სიძულვილი და გავხდეთ პოლიტიკურად...

“ერთად დავიბრუნოთ საქართველო, დავასრულოთ სიძულვილი და გავხდეთ პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპული, ქრისტიანული ოჯახის ნაწილი” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობასა და თავდასხმებიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”:

1 წელი გავიდა 5 ივლისის, ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული, ძალადობიდან.

ამ დღეს სიძულვილით მოტივირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება, შევარდნენ ოფისებში, პირდაპირი ნადირობა გამოაცხადეს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელ მედიის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, რამაც შემდგომში “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირა.

მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს – სიძულვილს, აგრესიას, ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან, არც ქრისტიანობასთან და არც ღირსებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

ეს ჯგუფები ფინანსდება ჩვენი მტრის, რუსეთის მიერ და წარმოადგენენ რუსული ჰიბრიდული ომის აგენტებს საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები. იმის მაგივრად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროცედურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, შექმნეს პარტია, გახსნეს ოფისები და ფინანსური რესურსების მობილიზებაც კი შეძლეს.

სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ჩვენ რაც გვევალება არის ის, რომ ასეთი ხელისუფლება რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას.

ერთად დავიბრუნოთ საქართველო, დავასრულოთ სიძულვილი და გავხდეთ პოლიტიკურად და სამართლებრივად ევროპული, ქრისტიანული ოჯახის ნაწილი.

საქართველო გაიმარჯვებს!” – ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...