spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჰოდა კი ლპება და იძირება ამ ფუჭი ჰაერის...

“ჰოდა კი ლპება და იძირება ამ ფუჭი ჰაერის ზანზარსა და უსასრულო ლაყბობაში საქართველო” – მაია ორჯონიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შეფასებას ახდენს და კონკრეტულ მოსაზრებებს წარმოადგენს ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით:

არაპოპულარული თემაა, მაგრამ ჩვენი პრობლემის ძირის ძირი ისაა, რომ არც პოლიტიკური პარტიების და არც საზოგადოებრივი ჯგუფების ლიდერები მზად არ არიან თავისუფლებაში საფასური გადაიხადონ იმ დროს, როცა ხალხის დიდი მასა მზადაა რეჟიმს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს.

წარმოიდგინეთ, 2014 წელს უკრაინელების ტაქტიკა რომ იგივე ყოფილიყო, რაც ჩვენთან დამკვიდრდა – გაიმარჯვებდნენ?
ცხადია არა, რადგან რუსულ რეჟიმს მხოლოდ უსასრულო სადღეგრძელოებით სახლში ვერ გაუშვებ.

უკრაინელები მზად იყვნენ თავისუფლებისთვის ნებისმიერი საშუალებით ებრძოლათ, ნებისმიერი ფასი გადაეხადათ და სწორედ ამიტომ გაიმარჯვა მაიდანმაც და გაიქცა იანუკოვიჩიც.

ჩვენ კი ქვეყნის ნელი კვდომა და ლპობა გვირჩევნია, ოღონდაც ხელი არ შევუბრუნოთ პუტინის მკვლელ, ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს. ტაბლეტებითა და თერაპიით ვცდილობთ ვუმკურნალოთ განგრენას, რომელსაც მხოლოდ ქირურგია და სკალპელი შველის. მაგრამ სკალპელის გაგონებზე ყველას აკანკალებს – ლიდერებსაც და მედიასაც, საზოგადოებრივ ელიტებს შორის დაუწერელი კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ მთლიანად რეპრესიულ აპარატზე მდგომი რეჟიმი ძალაუფლებას უბრძოლველად დათმობს.

ჰოდა კი ლპება და იძირება ამ ფუჭი ჰაერის ზანზარსა და უსასრულო ლაყბობაში საქართველო – ქვეყანაში არავინაა, ვინც ნამდვილ პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის გათავისუფლებაზე…

თან თავისუფლება გინდოდეს და თან რეჟიმისთვის ხელის შებრუნების გეშინოდეს – არ გამოდის!
ის,რაც ჭრიდა შევარდნაძესთან – არ ჭრის ლუკაშენკოსა და ივანაშვილის მაგვარ რუსულ რეჟიმებთან. მოძალადე რეჟიმი მხოლოდ მაშინ დაიხევს უკან, როცა თავადაც ძალას დაინახავს, რომ ბრძოლა იქნება თავგანწირული და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!

აქსიომაა და ისტორიამ დაამტკიცა: თავისუფლება საფასურის გარეშე არ მოდის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაია ორჯონიკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...