პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი კონკრეტულ განმარტებას აკეთებს მმართველი გუნდის მიმართ წაყენებულ ერთგვარ ულტიმატუმზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესში “ქართული ოცნების” მხრიდან წარდგენილი 12-პუნქტიანი გეგმით ხელმძღვანელობის თაობაზე:
,,კონკრეტული მოთხოვნები ჩვენი მხრიდან იქნება იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენ შევაჯერეთ მიშელის შეთანხმებაში და რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, მათ შორის, პარლამენტში – ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან – რა უნდა გაკეთდეს ახლა უშუალოდ დაუყოვნებლივ პარლამენტში, ჩვენი პოზიცია რჩება ის, რომ არ გვჯერა ,,ქართული ოცნება“ წამოვა იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას.
იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, მათ შორის გუშინ, სრულიად უმსგავსო საქციელი, როდესაც ვნახეთ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ამწვავებს ქვეყანაში პოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


