ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში...

“მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!” – მიხეილ ჩხენკელი

4 ივლისს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოცდების მონაწილეებს მიმართავს და მათ წარმატებებს უსურვებს:

დღეს, 4 ივლისს ჩვენს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჩვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან დღეს აბიტურიენტებისთვის ცხოვრების ახალი, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.

მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზების პროცესში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.

მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ინფორმაციისტვის: 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს მიიღებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...