spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულო ოცნებავ! რა უბედურება გჭირს?! რას დაემსგავსეთ?!" -...

“ქართულო ოცნებავ! რა უბედურება გჭირს?! რას დაემსგავსეთ?!” – ხათუნა ხოფერია

“ალტ ინფოს” ლიდერების და მათთან ასოცირებული ხალხის დაკავებას ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია და “ქართულ ოცნებას” კონკრეტულ შეკითხვებთან ერთად პრეტენზიებითაც მიმართავს:

ქართულო ოცნებავ!
ვინმემ რამე პრობლემები შეგიქმნათ? ვინმემ რაიმე გთხოვათ?
ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც გვერდით არ დაგიდექით?
ერთხელ მაინც გიღალატეთ? რა უბედურება გჭირს?! რას დაემსგავსეთ?!

დავიჯერო, არავინ გასწავლათ, რომ უკან დასახევ გზას ყოველთვის ვერ დაიტოვებ… ჩიხშიც შეიძლება მოხვდე და იმ ჩიხშიც უნდა იკაცო, ივაჟკაცო…

ან კი, ვისთან იტოვებ ბილიკებს?… დეგნანის ამერიკასთან და მიშელის ევროპასთან?… და რისთვის?…

ხომ იცი, რომ ასეც და ისეც, მხოლოდ საზარბაზნე ხორცად სჭირდები! მაკრონმა ხომ გითხრა გარკვევით, – სხვაგან ხართო! სხვაგანო! ეგ მაკრონიც ხომ არ არის მარტო მაკრონი… მაგასაც ხომ თავისი “კუკლავოდი” ჰყავს და ეგაა რა…

ახლა, ის ბიჭები რომ დაიჭირე, მოგეშვა?… თუ ფიქრობ, რომ დაგიფასებენ? გაგიჟდება კელი, ესენი ბოკერიებზე და ჭიჭე ვაშაძეზე უფრო სანდო პარტნიორები ყოფილანო ლჯბტ-ი საქმიანობის ძირითად მიმართულებებშიო და…

რას გიზამენ წახალისების მიზნით?!… ნუ, მაგას თავად მიხვდები ან იცი და არ იმჩნევ.
მოკლედ რა…. გამოუშვით ის წესიერი ხალხი!

მოეშვით ამ დადგმელ სპექტაკლებსა და მოდელირებულ ქრონიკებს! ეგ უკვე გავიარეთ ერთხელ.
ისე, ბატონების – ყაველაშვილის, ხუნდაძის, სუბარის გასაგონად ვიტყვი: – თუ რაიმეს თქმას აპირებდით საზოგადოებისთვის, თქვენი ხალხისთვის, დღეს უნდა მისულიყავით და იქ გეთქვათ!! მიტინგზე!! და არ დაიწყოთ ალტ-ინფო და ტაკლი-ტუკლი. იქ ქართველი ხალხია! ვინც აქამდე მოგიყვანათ და გიერთგულათ! არ დაიღალეთ ამ კაბინეტებში ჩაკეტვითა და ბრიფინგებით?! ხომ ხედავთ, ვერც პარლამენტში იცავთ საკუთარ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ, პრემიერსაც კი მარტოს უწევს ხანჯლაობა! ვერც პარტიაში ხართ ყოჩად და ჯიგრულად!

ამიტომ უნდა გახვიდეთ ხალხთან და დაიწყოთ ყველაფერი თავიდან! ასეა ეს და… მაინც…
შინამერიკაში, კელი!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...